ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „პრაიმტაიმნიუსს” უთხრეს, მირიან ქათამაძეს ვირუსი დღეს დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს სახლში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის.
„მერი თავს კარგად გრძნობს. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გეგმიური ტესტირების დროს დაუდასტურდა კორონავირუსი. ქობულეთის მერია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციური მუშაობის რეჟიმზე იყო გადასული. მერი და ხუთი თანამშრომელი დავდიოდით ძირითადად სამსახურში. დღეს დაუდასტურდა მირიან ქათამაძეს კორონავირუსი. ჩვენც თვითიზოლაციაში გადავედით და დისტანციურად ვიმუშავებთ”- აცხადებენ მერიაში.
„დღეს მაცნობეს, რომ ვარ კოვიდ დადებითი. მცირე პერიოდით განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა. მჯერა ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და აუცილებლად შევძლებთ ბევრი ძალიან კარგი საქმის გაკეთებას. ჩვენმა გუნდმა ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა ჩადო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებისთვის. ჩვენ ერთად შევძელით ამ შედეგის მიღწევა. გუნდთან ერთად გვაქვს დაგეგმილი ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებელი. მადლობა ჩემო თანაქალაქელებო. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს. ერთად ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეგვიძლია. ასე გაგრძელდება მომავალშიც” – წერს მირიან ქათამაძე სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა











