ქობულეთში მდებარე წმიდა კირიონ მეორეს სახელობის სკოლა, სადაც 370 მოსწავლე სწავლობს, პედაგოგებისა და მოსწავლეების კოვიდ 19-ით ინფიცირების გამო, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
არსებული ინფორმაციით, სკოლის ორი პედაგოგი და ორი მოსწავლეა ინფიცირებული.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, სკოლაში ყოველდღიურად ტარდება სველი წესით სადეზინფექციო ხსნარებით დეზინფექცია და დაცულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამ ეტაპზე კი, დამატებითი რისკების თავიდან აცილების მიზნით სკოლა 11 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს.
„კონტაქტირებულ პირების ნაწილი უკვე თვითიზოლაციაში გადავიდა. პედაგოგებს ჩაუტარდათ პისიარ ტესტირება. კიდევ მოხდება გადამოწმება და თუ კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ იქნება გაცემული შესაბამისი რეკომენდაცია, სკოლას მიეცემა შესაძლებლობა, დაუბრუნდეს საკლასო ოთახებში სწავლების რეჟიმს“ – განაცხადა ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადონა გოგიტიძემ.
ავტორი:ნაირა ქობულაძე











