ქობულეთში, სოფელ ხალაში დაახლოებით 30 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ოთხ თანასოფლელს შორის კონფლიქტს მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.











