დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთში ინკასატორზე თავდასხმის ბრალდებით ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სავარაუდო ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
სხდომა დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს ქობულეთში “საქართველოს ბანკის” მიმდებარე ტერიტორიაზე შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნაძარცვი თანხა იპოვეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











