ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდითში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ საღამოს საათებში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი ამავე სოფლის მკვიდრია, ხოლო სავარაუდო დამნაშავე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრიდანაა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილ მამაკაცს საძილე არტერია აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 13 წუთში მივიდა და მამაკაცი ქობულეთის ” ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.
„შეტყობინება შემოვიდა 23.37 წუთზე, რომ მამაკაცი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, თავის ზედაპირული ტრავმით. 23.50 წუთზე უკვე ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და 00-15 წუთზე გადაიყვანეს ქობულეთის კლინიკაში“.
როგორც “ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ქობულეთის კლინიკაში აღარ იმყოფება აღნიშნული პიროვნება და მისი რეფერირება განხორციელდა.
ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, პაციენტის რეფერირება თერჯოლის საავადმყოფოში მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციის სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











