შინაგან საქმეთა სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განაჩენის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. ინფორმაციას აღნიშნული სამინისტრო იუწყება.
წყაროს მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთში, წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული კი, 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











