ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ცეცხლი გაუჩნდა მიკროავტობუსსა და მსუბუქ ავტომობილს. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი დაიწვა, ხოლო მსუბუქი ავტომობილი ნაწილობრივ დაზიანდა.
ხანძარი დღის სხვადასხვა პერიოდში მოხდა და ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმნიუსს“ უთხრეს, ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„მიკროავტობუსს ცეცხლი დილით გაუჩნდა, ავტომობილს მოგვიანებით. ორივე შემთხვევა ლიკვიდირებულია. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. დაშავებული არავინ არ არის“ – აცხადებენ უწყებაში.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










