fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქობულეთში, სასტუმროების მეპატრონეებმა სესხის გადავადებასთან დაკავშირებით აქცია გამართეს

15:18 აგვისტო 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ბანკების საპროცენტო გადასახადის ერთი წლით გადავადების მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წელს ტურისტული სეზონი პანდემის გამო ჩავარდა და ისინი თანხის გადახდას ვერ შეძლებენ.

„კარგად ხედავთ, რომ ტურისტული სეზონი წელს ჩავარდა. არ არიან ტურისტები, რომლებზეც დამოკიდებული ვართ. გვაქვს ბანკის ვალი, ვერ შევძლებთ გადახდას. ამიტომ მოვითხოვთ რომ ერთი წლით ბანკებმა სესხი გადაგვივადონ, ასევე პროცენტი ჩამოგვაჭრან. რისთვისაც შუამდგონლობას ქობულეთის მერიას ვთხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გავჩერდებით და პერმანენტულად გავმართავთ აქციებს”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებმა მერიის წინ მდებარე სკვერში კანცელარიაში შესატანად ხელმოწერები შეაგროვეს. როგორც პრაიმტაიმს ქობულეთის მერიაში განუცხადეს, ინდივიდუალურად მოხდება მოქალაქეების პრობლემის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაზეც ერთიანად მუშაობს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდი, ასევე აჭარის მთავრობა.

„დღეს ისევ შედგა შეხვედრა სეზონურ მსესხებლებთან, ქობულეთის მოსახლეობასთან. ეს არის ადამიანები, რომლებსაც ფაქტობრივად ტურისტული სეზონის პრობლემების გამო აქვთ პრობლემა ვადამოსული საკრედიტო დავალიანებების გასტუმრების. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანად მუშაობს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ მოქალაქეების მოთხოვნა იქნას გათვალისწინებული და მაქსიმალურად იქნას შემსუბუქებული ის პრობლემა, რომელიც სწორედ პანდემიური პერიოდის შედეგად ტურისტულ სეზონს მიადგა ქობულეთში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ სწორად, მართებულად, ეფექტურად იქნას გადაჭრილი ეს პრობლემა. ამისთვის საჭირო არის შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შედგენა ინდივიდუალურად. შესაბამისად, ამ საინფორმაციო ბაზის მიხედვით, ინდივიდუალურად მოხდება თითოელი პრობლემის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეყვეტილების მიღება, რომელიც უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, –  აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: აქცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

დეკემბერი 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

დეკემბერი 3, 2021
891
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

ნოემბერი 30, 2021
838

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია