განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დაკავებულ პროკურორს სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა, რომ მან ბრალდებული პირს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი – 50 000 ლარის ოდენობით მოსთხოვა.
დავით შაკიაშვილი ბრალს არ აღიარებს.











