ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების სკოლა პედაგოგების კორონავირუსით ინფიცირების გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
აღნიშნულ სკოლაში გეგმიური ტესტირების შედეგად 6 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„გუშინ ზედა სამების საჯარო სკოლაში მასწავლებლების გეგმიური ტესტირებისას სწრაფი ტესტით დადასტურდა 1 შემთხვევა, ეპიდემიოლოგების მიერ პისიარ ტესტირება ჩაუტარდა ახლო კონტაქტებს მასწავლებლებში, რის შედეგადაც დადასტურდა კიდევ 5 შემთხვევა. სკოლა გადადის ონლაინ სწავლებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევები გაგრძელდება“, – აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
შეგახსენებთ, სასწავლო პრიცესის საკლასო ოთახებში განახლების შემდეგ აჭარაში მეორე შემთხვევაა, როცა სკოლა სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. გუშინ ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში 8 პედაგოგს და 3 მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ 19.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











