ჩვენ ქუჩაში დავრჩებით ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და ქუჩიდან ვამხელთ როგორც ხელისუფლების სიბრიყვეებს, ასევე ოპოზიციის შეცდომებს, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2-თან” განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, რეალურად “გირჩი” მესამე ძალაა.
“დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს და ჩვენი ამოცანა იქნება საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა ხდება რეალურად ქართულ პოლიტიკაში. გასაგებია, რომ ერთ მხარეს არიან “ნაცები” მიშას ბელადობით, მეორე მხარეს “ქართული ოცნება” ბიძინისტების მეთაურობით და მესამე მხარე არის “გირჩი”. ჩვენ ქუჩაში დავრჩებით ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და ქუჩიდან ვამხელთ როგორც ხელისუფლების სიბრიყვეებს, ასევე ოპოზიციის შეცდომებს,” – აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.











