fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის დაკავებულია 25 პირი – საგანგებო ბრიფინგი შსს-ში

19:12 ივლისი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – მამუკა ჭელიძის ბრიფინგიშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად: რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 პირს.

„ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ვ. 1987 წელს დაბადებული ს.ტ. (მეტსახელად “ყასაბიჩი”),1988 წელს დაბადებული ბ.ხ. 1995 წელს დაბადებული ა.ა. 1989 წელს დაბადებული მ.ჭ. 1990 წელს დაბადებული თ.ტ. (მეტსახელად “ჩიჟიკა”), 1998 წელს დაბადებული ა.მ. (მეტსახელად „წიწაკა“) 1994 წელს ა.შ. 1999 წელს დაბადებული ა.შ. 1995 წელს დაბადებული მ.ფ. 1992 წელს დაბადებული ლ.ტ. 1993 წელს დაბადებული გ.ბ. 1993 წელს დაბადებული ს.მ. 1986 წელს დაბადებული ლ.ვ. 1985 წელს დაბადებული ზ.გ. 1967 წელს დაბადებული ლ.გ. 1984 წელს დაბადებული შ.ლ. 1988 წელს დაბადებული გ.ვ. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული ა.ა. (მეტსახელად „ბოთე“) 1999 წელს დაბადებული ნ.ი. 1992 წელს დაბადებული თ.ნ. 1971 წელს დაბადებული ბ.ა. 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. (მეტსახელად „ხორთუმა“), 1985 წელს დაბადებული გ.ჭ. (მეტსახელად „რიჟა“) 1991 წელს დაბადებული ა.ჯ.

პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი წარედგინათ: 1997 წელს დაბადებული გ.ხ.-ს (მეტსახელად „მაწაკი“) 1974 წელს დაბადებული ზ.კ.-ს 1994 წელს დაბადებული გ.რ.-ს და 1990 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი – 1992 წელს დაბადებულ თ.ჭ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.გ.-ს მიმართ გრძელდება სამძებრო ღონისძიებები.

ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას, რითაც ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ უპირატესობა, კრიმინალური გავლენა და ძალაუფლება.

წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 კანონიერ ქურდთან, მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი და სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდები“.

ბრალდებულების კრიმინალური ქმედებებით დაზარალებულია 100-მდე მოქალაქე. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათი პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალებები და ასევე ამოღებულია ძვირადღირებული ავტომობილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, – მამუკა ჭელიძემ.

თეგები: ე.წ. ქურდული სამყაროშსს

დაკავშირებული სტატიები

A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.
მთავარი ამბავი

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

დეკემბერი 25, 2021
796
სამართალი

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი 5 პირი დააკავა

დეკემბერი 10, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

ნოემბერი 22, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია