ქუთაისში, ორი თვის წინ მერიის შენობის წინ გაშლილი საპროტესტო კარავი თბილისში გადაინაცვლებს. ამის შესახებ აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა დღეს განაცხადეს.
მათი თქმით, ისინი 26 თებერვალს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდებიან.
„ხვალიდან, ჩვენს აქტივისტებთან ერთად შევუერთდებით საპროტესტო მსვლელობას და გადავინაცვლებთ თბილისში. მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელ არჩევნებს, იმისთვის, რომ ბოლშევიზმი არასდროს დაბრუნდეს”, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია.
შეგახსენებთ, ქუთაისში, კარავი მიმდინარე წლის იანვარში, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით გაშალეს.
ავტორი:კესო მოლაშხია











