ქუთაისში მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში ოცამდე თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან ნაწილმა ვირუსი უკვე დაამარცხა, რვა თანამშრომელი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება.
პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილის ბესიკ მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომლების დაინფიცირების წყარო უცნობია, მათი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
პოლიკლინიკა ამ დროისთვის მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს. ასევე, აცხადებენ, რომ ტესტების შესაბამისი მარაგი აქვთ და მოქალაქეებს რეგისტრაციის მიხედვით ემსახურებიან.
ავტორი: კესო მოლაშხია











