ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ერთი ადამიანი შეიყვანეს. მამაკაცი 52 წლისაა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ COVID-19 პირს 9 ივნისს დაუდასტურდა და პაციენტი ქუთაისის კლინიკაში თბილისიდან გადმოიყვანეს.
ამ დროისათვის ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი აგრძელებს. მათგან ერთ-ერთს ლაბორატორიულ კვლევას ხვალ ჩაუტარებენ.
10 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 822 გახდა.
საქართველოში კორონავირუსისგან 690 ადამიანი განიკურნა, ხოლო 13 გარდაიცვალა.











