ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კარანტინი გამოცხადდა. პანსიონატის დირექტორის მალხაზ ბადირეიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ინფიცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი. ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დირექტორის თქმით, პანსიონატში რამდენიმე პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. პანსიონატში ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. მათი ინფორმაციით, ინფიცირება, სავარაუდოდ, უსიმპტომო თანამშრომლისგან მოხდა.
პანსიონატში 98 ბენეფიციარი ჰყავთ.
ავტორი: კესო მოლაშხია











