ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის ადმინისტრატორი ვასილ ფხაკაძე კოვიდინფექციით გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი ეხმაურება.
„არც კი ვიცი რა ვთქვა, როგორ მოგეფერო, როგორ დაგიტირო, როგორ გამოგემშვიდობო! შენ ხომ ყველას დარდი გულთან მიგქონდა, გვერდით ედექი ყველას გაჭირვებაში, როგორც შეგეძლო. როგორ გიყვარდა შენი ქალაქი, ქალაქელები, თეატრი და ვერც წარმოგედგინა ამათ გარეშე ყოფნა. მთელი ცხოვრება თეატრს შეწირე და არც გიფიქრია, თეატრის გარდა სადმე წასვლა. ვერც ჩვენ წარმოგვედგინა ეს ქალაქი და თეატრი შენს გარეშე, იმდენად მისი ნაწილი იყავი. მხიარულო, თბილო, მოსიყვარულე ვასო (ბიძი) როგორ ყველას გვატკინა გული შენმა წასვლამ მეგობარო ! გვაპატიე, რომ ისეთ პატივი ვერ გეცით, როგორსაც იმსახურებდი”, – განაცხადა თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა.
საქართველოში, 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 778 შემთხვევაა.








