ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. დაწესებულებაში 883 ტესტი ჩატარდა, რომლიდანაც მხოლდო ერთი იყო დადებითი.
ინფიცირებული სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში იმყოფება.
ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.











