fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქუთაისის N2​ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა – მიზეზი ცნობილია

15:58 აგვისტო 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

ქუთაისის მეორე პენიტენციალურ დაწესებულებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრი, 55 წლის ზურაბ მებონია გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამის შესახებ განცხადება სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში გააკეთეს, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული ზ.მ. (დაბ. 1963 წ.) 2018 წლის 3 აგვისტოს დააკავეს საქართველოს ს.ს.კ. 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.

„N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ზ.მ. 2018 წლის 5 აგვისტოს მოთავსდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენით მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, 2018 წლის 6 აგვისტოს გაეწია ოჯახის ექიმის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი – ჰიპერტონული დაავადება, სიმსუქნე მე-3, მე-4 ხარისხი. დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე პერიოდულად უტარდებოდა არტერიული წნევის მონიტორინგი და მიეწოდებოდა წნევის მარეგულირებელი პრეპარატები.

ბოლოს ოჯახის ექიმის გეგმიური კონსულტაცია 2020 წლის 2 მარტს ჩაუტარდა. კვლავ დაესვა დიაგნოზი-ჰიპერტონული დაავადება, სიმსუქნე მე-3, მე-4 ხარისხი. ამის შემდეგ მსჯავრდებულს პერიოდულად კვლავ უტარდებოდა არტერიული წნევის მონიტორინგი და ღებულობდა წნევის მარეგულირებელ პრეპარატს (ლორისტა) და ანტიკოაგულანტებს.

2020 წლის 12 აგვისტოს 21:14 სთ-ზე მსჯავრდებული გახდა შეუძლოდ, რის გამოც მისმა თანამესაკნეებმა გამოიძახეს ექიმი. საკანში 21:15 სთ-ზე ექიმის შესვლისას მსჯავრდებულს პულსი არ ესინჯებოდა და დაუყოვნებლივ დაეწყო სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება. პარალელურად გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და 21:30 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პატიმრის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში სოფელ ზედა ეწერში დღეს გადაასვენეს.

ოჯახი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

 

ავტორი: თეა შონია

თეგები: პატიმარიქუთაისი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პენიტენციური სამსახური გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 24, 2021
815
საზოგადოება

გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატის თვალწინ თვითმკვლელობა სცადა

სექტემბერი 6, 2021
802
საზოგადოება

პრეზიდენტმა 3 მსჯავრდებული შეიწყალა

აგვისტო 28, 2021
791

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია