ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი გამოუვლინდა ერთ პედაგოგსა და ოთხ მშობელს.აღნიშნულის გამო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის დირექტორის თქმით, პედაგოგის დაინფიცირება, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება.











