ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ ოსეფაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა, ის კლინიკაში იმყოფება.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, როგორც განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არის და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.











