დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, 60 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას გადასცემს. ამბის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული სამინისტრო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა, რითიც გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
ინფორმაციის მიხედვით, დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში გადასცემენ.











