ქუთაისში აღდგომის ღამეს ქურდობა მოხდა – ჯიბლაძის ქუჩაზე „კომენდანტის საათის“ დროს სახლი გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველები სახლში იმ დროს შეიპარნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. მათ 500 ლარის, 100 ევროს და ძვირფასი ნივთების წაღება მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მომდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.











