ქუთაისში, ახლგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.
დაკავებულის ადვოკატი, ესმა ნიკორია ამბობს, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
„ბრალდება ითხოვს პატიმრობას. ჯერ ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული პოზიციაზე“
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელ ბინაში 18 ივლისს მოკლეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











