არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის პროტესტი ქუთაისში გაგრძელდა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ხმების თავიდან გადათვლას ითხოვენ.
„3 885 ხმა მაინტერესებს სად წაიღეს. ვითხოვთ, ყველა საარჩევნო უბნის გადათვლას, ახლა ვაპირებ შესვლას შიგნით და მაინტერესებს რა პასუხს გაგვცემენ“, – განაცხადა აქციაზე ქუათაისის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა შუშანიამ.











