ქუთაისში კორონავირის ინფექციისგან ასაკოვანი ცოლ-ქმარი განიკურნა. 71 წლის მამაკაცი და 75 წლის ქალბატონი აჭარის მკვიდრები არიან. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში გადიოდნენ.
გამოჯანმრთელებულმა ცოლ-ქმარმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
დღესვე, ბინაზე გამოჯანმრთელებული გაეწერა ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული, ხოლო 4 ზრდასრული დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდა.
კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. დღემდე ვირუსი 85-მა პაციენტმა დაამარცხა.
ამ დროისთვის მკურნალობის კურსს 72 კოვიდდადებითი პაციენტი აგრძელებს.











