ქუთაისში, ბოლო 24 საათში დადასტურებული კოვიდინფექციის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი შემთხვევა არის კარავში ჩატარებული ტესტირებით დადასატურებული და ასევე, 32-ე სკოლის კონტაქტები.
ცნობისთვის: ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დგას კარავი, სადაც უფასოდ ხდება პისიარ ტესტის აღება.
რაც შეეხება, ქუთაისში სამედიცინო ცენტრში აღებული ნიმუშებს, ყველამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
დღეს საქართველოში, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











