ქუთაისში, კოვიდინფექცია ბებიას, შვილსა და შვილიშვილს დაუდასტურდა. ბებია ქუთაისში ცხოვრობს, ხოლო შვილი და შვილიშვილი თბილისში.
ისინი ინფექციურ საავადმყოფოში დღეს თავიანთი სურვილით მივიდნენ.
ცნობისთვის, კლინიკაში ვირუსზე ამჟამად 14 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულებს დღეს 6 პაციენტი დაემატა და ჯამში ქუთაისის ინფექციურში ვირუსი 73-მა პაციენტმა დაამარცხა.











