ქუთაისში, ავტომობილების მძღოლებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ რაც ადგილზე იმერეთის გუბერნატორის მოადგილე მივიდა.
„შეგვპირდნენ, რომ ხვალ გუბერნატორი შეგვხვდება. ვნახოთ რას გვეტყვის“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
ქუთაისში დღეს საწვავზე გაზრდილი ფასები უკვე მესამედ გააპროტესტეს. ისინი მთავრობიდან ფასების დარეგულირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.
ავტორი: კესო მოლაშხია











