უბედური შემთხვევა ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მე-9 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მამაკაცი არის 40 წლამდე ასაკის იყო, სახლში მარტო იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: კესო მოლაშხია











