ქუთაისში საწვავზე გაზრდილი ფასების პროტესტის ნიშნად მერიის შენობასთან გზა გადაკეტეს. მანამდე კი, ქალაქის ტერიტორიაზე მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეების თქმით, საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება, რაც მათთვის პრობლემას წარმოადგენს და ვერ ახერხებენ გადაადგილებას.
„თბილისში გამართული აქციის შემდეგ საწვავის ფასი გაიყინა, თუმცა ქუთაისში ყოველდღიურად იზრდება. წარმოუდგენელია, ამ პირობებში ავტომობილებით მოძრაობა. ვერ შევძლებთ ავტომობილების შენახვას. მოვითხოვთ, მოხდეს საწვავის გაიაფება, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი გამოვალთ და მაგისტრალებზე მოვაწყობთ აქციებს. ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს, რაც ხდება“,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ავტორი: კესო მოლაშხია











