ქუთაისში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლებმა პოლიცია ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დაუხვდათ.











