ქუთაისში, ქვეითს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალს ფეხის დაზიანება აქვს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალი გზაზე გადადიდოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: კესო მოლაშხია











