ქუთაისში, სამედიცინო ცენტრის 63 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. დაინფიცირებულებს შორის არის ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძე. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
ის მკურნალობის კურსს გადის და მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ და ნაწილმა კორონავირუსი უკვე დაამარცხა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, თანამშრომელთა ინფიცირების გამო სასწრაფო დახმარების მუშაობა არ შეფერხებულა და ქალაქს სასწრაფო დახმარების 10 ჯგუფი და ოთხი რეანიმობილი ემსახურება.
ავტორი: თეკლე მოლაშხია











