ქუთაისში სამი საჯარო სკოლა – მე-12, 29-ე და 33-ე – ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ მიიღეს.
„ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციურზე გადასვლის მსურველები (მშობლების განცხადებები) არ მოგვმატებია, პირიქით, ამ კუთხით კლება გაქვს. ჰიბრიდულ სწავლებაზე როგორც იყო დარჩენილი სკოლები, ისევ აგრძელებენ (ორ კვირიანი ჰქონდათ არჩეული). მხოლოდ სამი სკოლა გვყავს სრულ დისტანციურზე. ფაქტობრივად, ეს კვირა მოუწიათ დისტანციურზე სწავლება, ახლა არდადეგები უწევთ ისედაც და 15 მარტიდან ჩვეულებრივად განაახლებენ სასწავლო პროცესს,”- ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
ავტორი:კესო მოლაშხია











