ქუთაისში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის „გრანდმოლის“, დაჯარიმების შემდეგ, ქალაქში მორიგი სავაჭრო ცენტი „ქარვასლაც“ დაიკეტა. თანამშრომლების განცხადებით, ისინი ადმინისტრაციამ გაურკვეველი ვადით გაუშვა სახლში.
“ალბათ, დაჯარიმების შეეშინდათ, რადგან „გრანდმოლი“ და „უნივერმაღი“ 1000-1000 ლარით დააჯარიმეს“,- ამბობენ თანამშრომლები.
სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ ადმინისტრაციის განცხადებით, COVID-19-თან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დამატების გამო, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა არ იმუშავებს 9 ოქტომბერს.
„დამატებით ინფორმაციას და გახსნის თარიღს შეგატყობინებთ დაუყოვნებლივ“ – აცხადებენ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში.
ავტორი: კესო მოლაშხია











