ქუთაისში, ქალაქის ცენტრში განთავსებული სავლე ლაბორატორია შესაძლოა აიღონ. ამის შესახებ დღეს იმერეთის გუბერნატორმა უთხრა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ყოველდღიურად მცირდება მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა, რის გამოც, გუბერნატორის თქმით, კარვის აუცილებლობა შესაძლოა მალე აღარ იყოს.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში კარვიდან აღებულ ნიმუშებზე არცერთი დადებითი პასუხი არ გვაქვს. შესაბამისად, დავაკვირდებით დინამიკას და თუ საჭიროება აღარ იქნება, ავიღებთ. უკვე ვიცით ყველას კონტაქტი, ვინ სად ცხოვრობს, ვინ კარანტინშია, ვინ თვითიზოლაციაში და შესაბამისად, ვმართავთ სიტუაციას “,- განაცხადა გუბერნატორმა.











