ქუთაისში კორონავირუსი 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდატურდა, რომლის დაინფიცირების წყარო დედაა. თუმცა, მშობლის ინფიცირების წყარო უცნობია.
„მთლიანად ოჯახი არის გადასული კარანტინში. როგორც ვიცი დედას დაუდასტურდა კორონავირუსი”, – ამბობს „პრაიმტაიმნიუსთან“ ქუთაისის რესურსენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პედაგოგებს, რომლებსაც ინფიცირებულ ბავშვთან ქონდა შეხება ტესტი გაუკეთდებათ.
სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.











