ქუთაისში, სტუდენტები სასწავლო პროცესის განახლებას აუდიტორიებში ითხოვენ. ამ მოთხოვნით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებმა აქცია გამართეს.
„2250 ლარს ვიხდით სტუდენტები განათლებაში და ვიღებთ უხარისხო განათლებას. ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს. პედაგოგები და ლექტორები ჩართული ჰყავთ წინასაარჩებოდ სააგიტაციო პროცესებში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკერლის განცხადებით, 19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში.
ავტორი: კესო მოლაშხია











