დაავადებათა კონტროლის ცეტნრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებული ეროვნული გეგმის პროექტი დასრულებულია.
„დღეს უკვე არსებობს პირველი დასრულებული პროექტი ეროვნული გეგმის. დღევანდელ საბჭოზე დასრულებული ვერსიის წარდგენა მოხდა. იყო განხილვა, წინადადებები და კონსესუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობას დასამტკიცებლად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებუილი გეგმა ქვეყანას აქვს.











