დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დღეისათვის 17-მდე კლასტერია გამოვლენილი.
მისივე თქმით, ყველა კლასტერი დაიწყო სუფრებიდან და წვეულებებიდან.
„დღევანდელი დღით გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება ქვეყანაში, რომელიც მართვადია, მგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება თუ არ იქნება რადიკალური ზომები მიღებული და არ მივყევით წესებს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











