დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის 75-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ახალი შტამების რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.
“დღემდე ასეთი 75-მდე ადამიანი არის სხვადასხვა კლასტერში მოთავსებული, იქიდან სეკვენირებით დადგენილია, თუ არ ვცდები, 21 სხვადასხვა მუტაცია და მათ შორის – 16 ბრიტანული.
შეფასებითი მაჩვენებლით, რომლითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუტთან პროგნოზირების თვალსაზრისით და საერთოდ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ეს არის Health Metric ინსტიტუტი, სიეტლის უნივერსიტეტის, ჩვენგან მიდის მონაცემები და ისინი აკეთებენ მათემატიკურ მოდელირებას. გვეუბნებიან, რომ გაცილებით მეტი – 10, 15, 20%-იც შეიძლება უკვე ცირკულირებდეს ქვეყანაში ეს მუტირებული შტამები.
ყველა ბრიტანული, შეიძლება, არ იყოს, მაგრამ ჩვენ არც ერთი არ გვინახავს ჯერჯერობით და არ გვინდა, არც სამხრეთ ამერიკული და არც ბრაზილიური.”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











