მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 6 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია.
კერძოდ, ჩატარდა 18 335 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.28 %-ია.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 510, ხოლო ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 509 პირი.
ცნობისთვის, 6 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან, გარდაიცვალა 11 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთედა 569.











