საქართველოში კორონავირუსის დღევანდელი დადებითობის მაჩვენებლი 1%-ზე ნაკლებია. stopcov.ge-ზე გამოქვეყენბული ინფორმაციის მიხედვით, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 525 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 265 114-მდე.
ამასთან, დაინფიცირდა 248 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 11.











