საქათველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში „ლოქდაუნი“ არ იქნება.
მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ რამდენად დაიცავენ მოქალაქეები დაწესებულ რეგულაციებს და გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს.
„მე მინდა გითხრათ, რომ არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები, როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში სისტემური ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი არ იქნება.
იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მიმართულებით ლოქდაუნი არ იქნება და ვერ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











