“ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს და ჩვენ, ფაქტობრივად, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ დღეს სრულად ვმართავთ ამ ვირუსს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში პირველი ტურისტი მაისისთვის გამოჩნდება.
“უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება. ვიყავით დასრულების ეტაპზე მყოფ სასტუმროში, პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას პირდაპირ უერთდება ეს პროექტი, უაღრესად შთამბეჭდავი იყო ეს სასტუმროც გაიხსნება და ტურისტული ინფრასტრუქტურაც გაიხსნება მაისში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ქვეყანაში, ამ დროისთვის, უკვე პირველი ტურისტები გამოჩდნენ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.











