კლასიკური გაგებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით ქვეყანაშ პოლიტიკური კრიზისი რომ იყოს, მაშინ პარლამენტი ვერ იფუნქციონირებდა.
“კლასიკური გაგებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის. ჩემი აზრით, კრიზისი, საბედნიეროდ, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა. თორემ, კრიზისი კლასიკური გაგებით რომ გვქონდეს, მაშინ პარლამენტი ვერ იფუნქციონირებდა და ძალიან ცუდი მდგომარეობა გვექნებოდა, რისი სურვილიც ჰქონდა ოპოზიციას და საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2-თან”.











