ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის წარმომადგენელმა ჯგუფმა, აშშ-ის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციებზე, მათი ყოფნის პირველი დღის გეგმა გამოაცხადა. ინფორმაციას CNN იუწყება.
ოთხშაბათის გეგმა ასეთია:
08:45 – ბაიდენი და ჰარისი, თავიანთ მეუღლეებთან ერთად წმინდა მეთიუს საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრებიან;
12:00 – ბაიდენსა და ჰარისს, შუადღისთვის ფიცის დადება მოუწევთ;
14:45 – ვირჯინიაში, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, უცნობი ჯაისკაცის საფლავს მოინახულებენ;
17:15 – ბაიდენი საპრეზიდენტო ბრძანებებსა და განკარგულებებს ხელს მოაწერს;
17:45 – ვირტულურ ცერემონიაზე ბაიდენი საპრეზიდენტო დანიშნულებებთან დაკავშირებულ ფიცს დადებს;
20:48 – ბაიდენი და ჰარისი სიტყვით გამოვლენ, Celebrating America-ს ინაუგურაციის პროგრამაზე.











