ქვეყნის ეკონომიკა, წინასწარი პროგნოზით, შემცირდება 6 პროცენტით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არის საკმაოდ მძიმე მაჩვენებელი, მაგრამ არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული გაჯანსაღება გვქონდა, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ, მეორე ტალღამ, თავისი დაღი დაასვა,“ – განაცხადა თურნავამ.











