ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა ქვიშხეთში სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
სახანძრო ბრიგადების მისვლამდე საცხოვრებელი, ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების განცხადებით, სახლში მხოლოდ 65-წლამდე ასაკის მამაკაცი ცხოვრობდა.
,,ქვიშხეთში იყო გამოძახება სახლის ხანძარზე, ადგილზე მობილიზებული იყო 4 ეკიპაჟი, ხანძარი ლიკვიდირებულია, აღმოჩენილია შუა ხნის მამაკაცის ცხედარი, “-გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ავტორი: თათია გოლოშვილი










